1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა დიმიტრი უზნაძის წინადადება, რომ საზოგადოებამ შეიძინოს მისგან საშუალო სკოლების სახელმძღვანელო „ახალი ისტორიის სახელმძღვანელო XVIII-XIX საუკუნეებიდან“ 5000 ცალი და გამოსცეს შემდეგი წიგნები: „ძველი აღმოსავლეთი“ (მე-3 გამოცემა), „ძველი საბერძნეთი“ (მე-2 გამოცემა), ძველი რომი“ (1-ლი გამოცემა), „საშუალო ისტორია“ (1-ლი გამოცემა). გამგეობამ პრინციპულად მისაღებად მიიჩნია დ. უზნაძის წინადადება და მიღებული წესების თანახმად, წინასწარ განსახილველად გადაუგზავნა სათანადო კომისიას და გადაწყვიტა, გაემართა ავტორთან მოლაპარაკება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4136 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4136]; წვდომის თარიღი: 2019-09-18