1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუბალაშვილის სახელობის ყოფილი სტიპენდიატის დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის (თურდოპირელი) თხოვნა, მისგან საკომისიოდ მიღებული წიგნების „გაწყვეტილი ზღაპრის“ ფასი ვალად ჩარიცხოდა. მისი ვალი შეადგენდა 1200 მანეთს, ხოლო მიღებული საკომისიო წიგნების ღირებულება – 800 მანეთს. გამგეობამ წინადადება მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4142 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4142]; წვდომის თარიღი: 2019-09-18