1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გალაქტიონ ტაბიძის წინადადება მისი წიგნის 1900 ეგზემპლარის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ, ცალი 16 მანეთად. წიგნი 26 მაისს უნდა გამოსულიყო გასაყიდად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4150 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4150]; წვდომის თარიღი: 2019-09-21