1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე  განიხილეს ქალაქთა კავშირის სტამბის გამგის ნესტორ გელოვანის განცხადება. გელოვანმა „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილი დაბეჭდა და თითოეულზე 12 მანეთი მოითხოვა. თევდორე კიკვაძის აზრით, გამომცემელს გელოვანისთვის ცალზე ცხრა-ათი თუმანი უნდა მიეცა. გარიგების თანახმად, მას 6 მან. ერგებოდა, თუ წიგნი გამოვიდოდა არაუმეტეს 7 ფორმისა. საკითხის განხილვა გადაიდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4184 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4184]; წვდომის თარიღი: 2019-08-18