1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ მეორე ნაწილის შესწორებით დაბეჭდვა-გამოცემის შესახებ. წიგნის შესწორება მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს (ოქმი N33 , 1917 წლის 10 ნოემბერს), რომელსაც თავისი შრომა უნდა ეჩვენებინა დავით კარიჭაშვილისთვის. წიგნი უკვე შესწორებული და დამზადებული იყო გამოსაცემად. გამგეობამ გადაწყვიტა, „დედაენის“ მეორე ნაწილი 40000 ცალი დაებეჭდა. კორექტორ ტერენტი წერეთელს მიენდო მისი ქაღალდის შოვნა. 1 ოზმა(ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდის ფასი არ უნდა ყოფილიყო 100 მანეთზე, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 4 მანეთზე მეტი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4188 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4188]; წვდომის თარიღი: 2019-09-20