მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 11 ოქტომბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნის ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის წერილს და აუწყებს: რადგან მღვდელ მუსერიძის შრომა სასწავლებლისთვის აუცილებელია და თან მას ხელს არ შეუშლის მღვდელთმსახურების აღსრულება, შეიძლება იგი დარჩეს ორივე თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი უნდა დატოვოს.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4192 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4192]; წვდომის თარიღი: 2019-09-17