1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი შიო მღვიმელის საბავშვო ლექსების გამოცემის შესახებ. სასკოლო სექციამ დაადგინა, რომ გამოიცეს შიო მღვიმელის ლექსები ოთხ წიგნად, იპოლიტე ვართაგავას წინადადების შესაბამისად, შიო მღვიმელს მიეცეს 1200 მანეთი ჰონორარის სახით. გამგეობამ ეს საკითხი დაამტკიცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4196 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4196]; წვდომის თარიღი: 2019-09-18