ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4199

ფაქტი 4199

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი დიმიტრი უზნაძის წიგნის „ახალი ისტორია“ შეძენის შესახებ. ისტორიის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომ წიგნის შეძენა შეიძლება. ავტორი გამგეობას უთმობდა 30%-ს და ფულის მიცემა შეიძლებოდა ნაწილობრივ. გამგეობამ დაადგინა, რომ ნაღდი ფულის უქონლობის გამო შეეძინათ მხოლოდ 500 ცალი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4199; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .