ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4204

ფაქტი 4204

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის განყოფილების გამგეობის ცნობა სოფელ დილიკაურში, შორაპნის მაზრაში, პუპი აბაშიძის ქალის მიერ შემოწირულ მამულთან დაკავშირებით, რომელიც იქამდე გამგეობას იჯარით ჰქონდა გაცემული. გამგეობამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო წერილი შორაპნის სამაზრო ერობის აგრარული განყოფილებიდან, რომ საზოგადოების მამულები და ქონება სოფლად გადარიცხული იყო სახელმწიფო ფონდში და შეადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. მთავარი გამგეობა ითხოვდა განმარტებას, რამდენად კანონიერი იყო ასეთი დადგენილება და გავრცელდა თუ არა ის საზოგადოების კუთვნილ მამულებზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4204; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .