1919 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყოფილი სტიპენდიატის, სარგის კაკაბაძის, განცხადება დარჩენილი სასტიპენდიო ვალის 3 თვეში დაფარვის შესახებ. ვალის ნაწილის გადახდას ის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში მიტანილი ისტორიული გამოცემების შემოსავლიდან აპირებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4205 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4205]; წვდომის თარიღი: 2019-06-20