ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4209

ფაქტი 4209

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. არდიშვილის თხოვნა, დაებრუნებინათ უკან მის მიერ წარმოდგენილი გერმანული ენის გრამატიკა, ან ეცნობებინათ, ბეჭდავდა თუ არა გამგეობა წიგნს. სექციის დადგენილებით, ავტორი თუ თანახმა იქნებოდა, წიგნი განსახილველად განათლების სამინისტროსთან არსებულ სარეცენზიო კომისიას გადაეცემოდა. გამგეობამ დაადგინა, წიგნი ავტორის მემკვიდრეებს დაბრუნებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4209; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .