1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს მიწერილი აქვს, რომ დადგენილებას „დედაენის“ შეუსწორებლად დაბეჭდვის შესახებ არ ეთანხმებოდა თევდორე კიკვაძე. ის თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო წიგნის გადასინჯვა-შესწორება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4214 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4214]; წვდომის თარიღი: 2019-06-24