ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4238

ფაქტი 4238

1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის თხოვნა გალის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით დახმარების შესახებ. ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დაკეტილი იყო. გამგეობამ მისთვის ჟურნალ-გაზეთებისა და 1000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4238; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .