1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების თხოვნა, მოემატოს მათ ჯამაგირები ან მიეცეთ ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, საგნების მასწავლებელი ღებულობს თვეში 440 მან. საპროფესიო/ხელსაქმის – 254 მ. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცეს თითოს ერთდროული დახმარების სახით ცხრაას-ცხრაასი მანეთი. ორივეს 1800 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4256 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4256]; წვდომის თარიღი: 2019-09-21