1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა, „ბუნებისმეტყველების“ I ნაწილის (გეოგრაფიის) ჰონორარის სრული ანგარიშის მიცემის შესახებ. მიღებული ჰქონდა 1400 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, ჰონორარის ანგარიშში მას კიდევ 2600 მანეთი გადასცემოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4257 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4257]; წვდომის თარიღი: 2019-09-23