ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4259

ფაქტი 4259

1919 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქთა კავშირის სტამბის გამგის ცნობა, 30000 ცალი „დედაენის“ პირველი ნაწილის (5 მანეთად და 70 კაპიკად თითო ცალი) სტამბის ქაღალდზე დაბეჭდვისა და სრულად დამზადების (გარდა გარეკანის ქაღალდისა) შესახებ. მარტის ბოლო რიცხვებში საზოგადოების გამგეობა გაურიგდა ქალაქთა კავშირის სტამბას „დედაენის“ I ნაწილის აწყობა-დაბეჭდვის შესახებ. მათ უნდა დაებეჭდათ 50000 ცალი წიგნი თავის ქაღალდზე, ცალი 1 მან. 90 კაპ. მხოლოდ გარეკანის ქაღალდი უნდა ყოფილიყო საზოგადოების. სტამბა 3 მან 80 კაპიკით მეტს თხოულობდა ცალზე. განსხვავება (30000 ცალზე) – 114000 მანეთს შეადგენდა. გამგეობის დაადგინილებით, ნ. ნაკაშიძე და ვ. ბურჯანაძე პირადად უნდა მოლაპარაკებოდნენ ქალაქთა კავშირის თავმჯდომარეს ამ სტამბის გამგის მიერ წამოყენებული პირობების შესახებ და ფასის დაკლება ეთხოვათ. თუ ვერ მოხერხდებოდა ფასის დაკლება, წარმოდგენილი პირობები უნდა მიეღოთ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4259; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .