ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4260

ფაქტი 4260

1919 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვ. ქავთარაძის და ალ. არაბიძის განცხადება, რომ გასაყიდად გამოვიდა საზოგადოების გამოცემა, სეით იაშვილის წიგნი „მოკლე სახელმძღვანელო ბუნების მეტყველებისა – ბოტანიკა“. წიგნი იყო 50 გვერდიანი და ღირდა 7 მანეთი. მათი განცხადებით, სახელმძღვანელოები კიდევ უნდა გამოეცათ, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. ისინი გამგეობას ამ გამოცემის ნაღდ ფულზე შეძენას სთხოვდნენ. წიგნი სულ 7000 ცალი დაიბეჭდა. ცალზე 2 მანეთს აკლებდნენ. ფულის მიღება შეეძლოთ რომელიმე ბანკში ჩეკით. გამგეობამ შესაძლებლად მიიჩნია ქავთარაძისა და არაბიძისგან ს. იაშვილის 7000 ცალი „ბოტანიკის“ 40% ფასდაკლებით შეძენა იმ პირობით, თუ გამომცემლები დათანხმდებოდნენ ღირებულების მეოთხედის მიღებას, დანარჩენს კი ნაწილ-ნაწილ მომავალი წლის იანვრამდე მიიღებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4260; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .