1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის თხოვნა ს. იაშვილის წიგნის, „ბოტანიკის“ ანგარიშში 5000 მანეთის ავანსად მიღების შესახებ. წიგნები საკომისიოდ იყო წარმოდგენილი. გამგეობის განჩინებით, მასთან მოლაპარაკება, თანახმა იქნებოდა თუ არა დაეწერა „ბოტანიკის“ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამოცემა მიენდო სეით იაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს. თუ დათანხმდებოდა, იმ შემთხვევაში გამგეობა ნაღდ ფულზე შეიძენდა საკომისიოდ მიღებულ 7000 ცალს 35-40% დაკლებით, ფულს კი ნაწილ-ნაწილ მისცემდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4271 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4271]; წვდომის თარიღი: 2019-08-26