ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4451

ფაქტი 4451

1919 წლის 12 ნოემბერს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი სწერს განათლების მინისტრს, რომ რაჭის მაზრის 60 პროცენტზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია. როგორც მცირეწლოვანთათვის, ისე უფროსთათვის სკოლები საკმარისი არ იყო. ერობის გამგეობას განზრახული ჰქონდა მთელი რიგი საკვირაო სკოლების გახსნა. ამისათვის არ არსებობდა არც სასურველი კადრები და არც საკმარისი სახსრები, რისთვისაც აუცილებელი იყო მთავრობის დახმარება. დაარსებული იყო ხუთი საკვირაო სკოლა. წარდგენილ ფურცელზე იყო ამ სკოლების და სკოლის გარეშე განათლების ხარჯთაღრიცხვა. მაზრის გამგეობა სთხოვდა განათლების მინისტრს შუამდგომლობას მთავრობის წინაშე, რათა გამგეობის განკარგულებაში გადადებულიყო წელიწადში 160 ათასი მანეთი მაზრაში საზოგადო სკოლის გარეშე განათლებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4451; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .