ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4453

ფაქტი 4453

1919 წლის 20 დეკემბერს რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის წევრმა მიხეილ გობეჯიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძეს წარუდგინა მასწავლებელ გრიგოლ მეტრეველის განცხადება და მასში აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა. მეტრეველი დანიშნული იყო ავადმყოფი მასწავლებლის მოადგილედ II რაიონის მეთვალყურე გავაშელიშვილის მიერ ონის ებრაელთა სასწავლებელში და ამ მოვალეობას სამი თვე ასრულებდა. ინსპექცია მას ჯამაგირს დაჰპირდა. მისი ოჯახური მდგომარეობა კრიტიკული იყო. შუამდგომლობა აღძრა რაჭის გამგეობის თავმჯდომარემ, მაგრამ უპასუხოდ დარჩა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4453; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .