1919 წლის 21 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტამბის მეპატრონის, ვ. რუხაძის თხოვნა, „დედაენის“ II ნაწილის ბეჭდვის ანგარიშში 8000 მანეთის გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4469 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4469]; წვდომის თარიღი: 2019-09-21