1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის შესანახად მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღეძრა და მოსახერხებელ დროს თბილისში სკოლის სასარგებლოდ სეირნობა ან საღამო გაემართა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4476 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4476]; წვდომის თარიღი: 2019-09-18