1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 20 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 45 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/45]; წვდომის თარიღი: 2019-07-19