1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების წარმომადგენელის ტ. კახიძის მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. ტ. კახიძისა და სკოლის გამგე გ. ნათაძის აზრით, სკოლას სჭირდებოდა ნივთიერი დახმარება 73100 მანეთი. ამ თანხიდან ნახევარი – 36550 მანეთი, მომავალი 1920 წლის მარტამდე გამგეობას უნდა გაეღო და მოეძებნა ღირსეული, სათანადოდ მომზადებული მასწავლებლები. უნდა გამოცხადებულიყო გაზეთებში და ჯამაგირად დანიშნულიყო თვეში 1500 მანეთი ბინით და განათება-გათბობით. გამგეობის განჩინებით, გამოიყო თანხა, მასწავლებელი და სკოლის გამგე უნდა აერჩიათ გამგეობის რეკომენდაციით. გამოცხადდა გაზეთში გამგისა და მასწავლებლის ადგილის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4523 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4523]; წვდომის თარიღი: 2019-09-18