1919 წლის 13 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის სურვილი მაზრაში არსებული სახალხო სკოლებისათვის საზოგადოების წიგნების საწყობიდან სახელმძღვანელოების შეძენის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, წიგნების საჭირო რაოდენობა მიეცათ იმ პირობით, თუ ღირებულების 2/3-ს წიგნების მიღების დროს გადაიხდიდნენ, ხოლო დანარჩენ 1/3-ს – ერთი თვის შემდეგ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4524 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4524]; წვდომის თარიღი: 2019-09-21