1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის განყოფილების მუშაობის შეჩერების საკითხი. წიგნის მაღაზია დაკეტილი იყო, ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ქალაქის თვითმმართველობას 20000 მანეთი ჰქონდა გადადებული და ამ ფულის მიმღები არავინ იყო. გამგეობამ დაადგინა, სასწრაფოდ შეეკრიბათ ცნობები სამტრედიის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც ამ საკითხზე იმსჯელებდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4525 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4525]; წვდომის თარიღი: 2019-09-21