1919 წლის 20 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა, მიენდოს მას საზოგადოების გამოცემული წიგნების გავრცელება გურიაში. გამგეობამ გადაწყვიტა, გაეხსნას ოზურგეთის ერობას წიგნის მაღაზიიდან 50000 მანეთის კრედიტი, ხოლო მოეთხოვოს, წარმოადგინოს წინასწარ 25000 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4528 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4528]; წვდომის თარიღი: 2019-09-21