1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს იდგა მათ მხარეს. მეორე ბრალდება იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შედეგადაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.

წყარო: სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილის საქმე | N 25 315
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი