1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაიორ ცხაკაიას მოხსენება სამოსწავლო- გეოგრაფიული ატლასის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. მასალა შეიცავდა 22 რუქას: ნახევარი სფეროები, ზღვის დენა, მსოფლიო რუქა, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, შეერთებული შტატები. აფრიკა, ავსტრალია და სხვა. გამგეობამ პრინციპულად სასურველად აღიარა ქართულ ენაზე გეოგრაფიული რუქების/ატლასის გამოცემა. წარმოდგენილი შრომა გადასცეს სპეციალურ კომისიას განსახილველად და თუ კომისია მოიწონებდა, წარუდგენდენ განათლების სამინისტროს და სთხოვდნენ გამოსაცემად 100000 მანეთამდე სუბსიდიას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4537 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4537]; წვდომის თარიღი: 2019-09-19