ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4539

ფაქტი 4539

1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივანის, დავით კარიჭაშვილის განცხადება შემდეგი წიგნების დაბეჭვდის შესახებ: შიო მღვიმელის საბავშვო მოთხრობები, დავით კლდიაშვილის მოთხრობების I ნაწილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებანი ერთ წიგნად და ცალ6-ცალკე, ალექსანდრე ხახანაშვილის მე-XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს გეოგრაფიული ნომენკლატურა, გიორგი ნათაძის „ინგლისის ისტორია“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო და ელიოზიშვილის „ჭუქი“. გამგეობამ სია დაამტკიცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .