1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგისა და პედაგოგის, იასონ ალექსიშვილის თხოვნა, სკოლისთვის საჭირო წიგნების ნისიად (ათასი მანეთის) გადაცემის შესახებ. მას თავდებობდა შ. დედაბრიშვილი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4541 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4541]; წვდომის თარიღი: 2019-09-16