ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4558

ფაქტი 4558

1919 წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში გაიმართულ სახალხო სკოლების მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების დირექტორთა კოლეგიის სხდომაზე პედაგოგებს შორის საგნები ასე განაწილდა: ქართული ენა და მეთოდიკა – ფ. მგელაძე; არითმეტიკა -გეომეტრია – გ. გიორგობიანი, ბუნებისმეტყველება-გეოგრაფია – წუწუნავა, ქართული სიტყვიერების ისტორია – გ.ჭუმბურიძე, პედაგოგიკა-დიდაქტიკა – ნ. ქუთათელაძე, საქართველოს ისტორია – ვ. კოტეტიშვილი, გალობა – ზ. ჩხიკვაძე, ხელგარჯილობის თეორია – მ. ვახვახიშვილი-წერეთლისა. პრაქტიკულ ხელგარჯილობას ბუდუგოვინა ხელმძღვანელობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4558; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .