1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის შუამდგომლობა, რომ სამაზრო ერობის გამგეობა ღებულობდა თავის თავზე მაზრაში ქართული წიგნების გავრცელებას, რისთვისაც ითხოვდა, მისთვის მონოპოლიის სახით ყველა გამოცემის გადაცემას. გამგეობამ ეს წინადადება პრინციპულად მისაღებად ჩათვალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4568 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4568]; წვდომის თარიღი: 2019-09-19