1919 წლის 18 ოქტომბრის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სამტრედიის ქალაქის გამგეობა ითხოვდა, გადასცემოდა მათ საზოგადოების განკარგულებაში არსებული ადგილობრივი ბიბლიოთეკა და კიოსკი, ვინაიდან ისინი იმჟამად დახურული იყო, მათი არსებობა კი იქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4569 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4569]; წვდომის თარიღი: 2019-09-19