1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ცხაკაიასაგან წარმოდგენილი „სასწავლო გეოგრაფიული ატლასი“. კომისიამ წარმოდგენილი ატლასი მოიწონა და გადაწყდა მისი გამოცემა, ასევე დაბეჭდვამდე ზოგიერთი სახელის შესწორება, რაც სწორად არ იყო რუკაზე აღნიშნული. გამგეობამ თევდორე კიკვაძეს დაავალა მთავრობასთან მოლაპარაკება გეოგრაფიული ატლასის დაბეჭვდის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4573 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4573]; წვდომის თარიღი: 2019-08-18