ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4881

ფაქტი 4881

1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4881; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .