ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4885

ფაქტი 4885

განათლების მინისტრის საბჭოს 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მოისმინეს სამინისტროსა და ერობათა ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. დაადგინეს: დამოკიდებულების გამოსარკვევად მოეწვიათ კომისია დაბალ სკოლათა მთავარგამგის თავმჯდომარეობით, კომიიის წევრებად კი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი უზნაძე, პარლამენტის სასკოლო კომისიის თავმჯდომარე ლეო ნათაძე, პარლამენტის წევრი, მასწავლებელი ნიკოლოზ ცინცაძე, I ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე და მასწავლებელი ლუარსაბ ბოცვაძე აირჩიეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4885; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .