განათლების მინისტრის1919 წლის 27 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს სამინისტროს რწმუნებულ აკ. ფაღავას მოხსენება ბათუმში გიმნაზიის გახსნის შესახებ და დაადგინეს: გაიხსნას ქართული სახაზინი გიმნაზია. თანამდებობის პირთ და მასწავლებელთ 4 თვის განმავლობაში მიეცეთ დამატებითი ჯილდო _ თვეში 300 მან. და გზის ფული _ დირექტორს I კლასის ბილეთი და მასწავლებელს II კლ.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4951 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4951]; წვდომის თარიღი: 2019-12-15