ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4987

ფაქტი 4987

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში მყოფი საქართველოს მისია თხოულობს მაჰმადიან ბავშვთათვის სასწავლებლად და დასარიგებლად 100 ცალ „დედაენას“, I ნაწილს და II ნაწილს და რამდენიმე „ბუნების კარს“, ისტორიას და ისტორიულ მოთხრობებს. საკითხს შუამდგომლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამგეობამ გადაწყვიტა, ეცნობებინა სამინისტროსთვის, რომ თხოვნა უკვე დაკმაყოფილებული იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4987; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .