განათლების მინისტრის 1918 წლის 25 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგის მოხსენება ორკლასიან (ყოფილ საეკლესიო) სამასწავლებლო სკოლათა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთების შესახებ, მათი კურსდამთავრებულები მასწავლებლად გამოუსადგარნი იყვნენ; მთავარგამგეს დაევალა რეორგანიზაციის შესახებ მოხსენების წარდგენა.

წყარო: განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომების ჟურნალები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5042 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5042]; წვდომის თარიღი: 2019-12-08