ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5126

ფაქტი 5126

განათლების მინისტრის 1918 წლის 12 ივნისის მოხსენება მინისტრთა საბჭოს თბილისის ქართული გიმნაზიისთვის დახმარების – 18 893 მან. 54 კაპ. გამოყოფის შესახებ. გამგე კომიტეტი თბილისის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების შესანახად ქართ-კახეთის თავადაზნაურობისგან ყოველწლიურად იღებდა 85 000 მანეთს. შეცვლილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ეს სუბსიდია 1-ლი იანვრიდან მოესპო და კომიტეტს სჭირდება თანხები თანამშრომელთა ივნისისა და ივლისის ჯამაგირებით დასაკმაყოფილებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5126; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .