1919 წლის 8 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „ბუნების კარის“ სალიტერატურო განყოფილების გამსწორებელი კომისიის აზრი მისი შესწორების შესახებ. კომისიის აზრით, „ბუნების კარს“ უნდა დარჩენოდა ენციკლოპედიური ხასიათი და მეთოდი, აგრეთვე მასალის დალაგების სისტემაც. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5128 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5128]; წვდომის თარიღი: 2019-09-19