1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც წერდა: ხელმეორედ ვადასტურებ ჩემ გულწრფელ სურვილს იმის შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, მე გთხოვთ სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც სომეხთა რესპუბლიკის ფარგლებში ამჟამად იმყოფება.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 28 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა