1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. სახელმძღვანელოს შესასწორებლად არჩეულია კომისია 8 კაციანი შემადგენლობით, რომელიც შეუდგა მუშაობას. ამისთვის უნდა გადაიდოს 100000 მანეთი. თითოეულ თამანშრომელს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9-ს, უნდა მიეცეს 2000 მანეთი 5 თვის განმავლობაში, რაც ამ ვარაუდით შეადგენს 90000 მანეთს, ხოლო 10000 მანეთი დამხმარე პირთათვის. გამგეობამ დაადგინა, გადაიდოს „ბუნების კარის“ შესასწორებლად 100000 მანეთი. აქედან 90000 მანეთი მიეცეს ჰონორარად შემსწორებლებს, რომელთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 9 კაცს. ჰონორარი ეძლიოს 1-ლი ნოემბრიდან თითოეულს თვეში 2000 მანეთი ხუთი თვის განმავლობაში. გამგეობამ დაამტკიცა შემსწორებელთა სია: დ. კარიჭაშვილი, ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ს. გულისაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. გომელაური.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5132 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5132]; წვდომის თარიღი: 2019-08-20