1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ბაქრაძის თხოვნა, რომ მთავარმა გამგეობამ განათლების სამინისტროს მიმართოს თხოვნით, რათა მან თავის მხრივ აღძრას შუამდგომლობა გზათა მინისტრის წინაშე, რომ ამ უკანასკნელმა დავით ბაქრაძეს მისცეს რკინიგზით უფასო სიარულის ნება. ბაქრაძე წიგნების გამყიდველი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა გადაეგზავნოს განათლების სამინისტროს ცნობით, რომ ბატონი ბაქრაძე ნამდვილად ავრცელებს წიგნებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5141 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5141]; წვდომის თარიღი: 2019-09-19