1918 წლის 17 ივლისს განათლების მინისტრი მიმართავს მთავრობის თავმჯდომარეს, რომ მთავრობამ დაადასტურა სამინისტროს დადგენილება სასწავლო კომისარიატის (ყოფ. სასწავლო ოლქის) გაუქმების შესახებ და შეიწყნარა მისი ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს ერთი თვის განმავლობაში კომისარ იშკოვის ხელმძღვანელობით. თან უგზავნის ამ გეგმის მოწინააღმდეგის, სომეხთა განყოფილების კომისრის, ს. ტიგრანიანის საპროტესტო წერილს.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5146 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5146]; წვდომის თარიღი: 2019-09-15