განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რესპუბლიკაში სწავლების ენად მოწაფეთა მშობლიური ენა უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ დაუყოვნებლივ იყო გადასაწყვეტი ქართველ მოქალაქეთა შვილებისთვის სწავლების ენად ქართულის შემოღება. ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე განათლების მიღების. რადიკალური გადაწყვეტილება იყო მისაღები თბილისის მთავრობის სასწავლებელთა დახურვის და შემდეგ ამა თუ ერისთვის შესაფერისი რაოდენობის სასწავლებელთა გახსნისთვის, რომლებშიც მოწაფეები ეროვნების მიხედვით განაწილდებოდნენ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5164 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5164]; წვდომის თარიღი: 2019-06-24