განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში – ჩოხატაურის დაწყებითი სასწავლებლისთვის მამულის შეძენის შესახებ – ნათქვამია, რომ ჩოხატაურის მცხოვრებმა, დაბის აღმ. კომიტეტის რწმუნებულმა გრიგოლ თავდგირიძემ აღძრა შუამდგომლობა, რომ თავადაზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა კ. ერისთავმა, რომელმაც საზოგადოებას სასწავლებლისთვის ორსართულიანი შენობა დაუთმო შეღავათიან პირობებში ( 150 000 მან. ღირებულების 25 პროცენტის დაკლებით), 10 000 მან. თვითონ შესწირა განყოფილებას. სააზოგადოებას დარჩენილი თანხის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა, ამიტომ განათლების სამინისტროს სთხოვა, ეშუამდგომლა მთავრობის წინაშე ან ხაზინის ხარჯით შეეიძინათ შენობა, ან საზოგადოებისთვის რამდენიმეწლიანი სესხი მიეცათ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5166 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5166]; წვდომის თარიღი: 2019-09-21