1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ფალიაშვილის თხოვნა, მიეცეს წიგნსაცავიდან სახლში სასარგეგბლოდ გუგუნავას გამოცემა „თამარიანი“ ოპერის შესადგენად. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ საერთოდ მიღებული წესით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5169 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5169]; წვდომის თარიღი: 2019-09-19