ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5172

ფაქტი 5172

1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გეგმის პროექტი წიგნის აგენტების შესახებ. გეგმის შედგენა მინდობილი ჰქონდა ვარლამ ბურჯანაძეს. გამგეობამ გადაწყვიტა, წარმოდგენილ ტექსტში შეეტანათ შესწორება და აღენიშნათ, რომ სახალხო საკითხავი წიგნები მიეცემოდათ აგენტებს საკომისიოდ და ფული განაღდებისთანავე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5172; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .